თავში

წალენჯიხაში სქურის მთაზე ხანძარია

წალენჯიხაში სქურის მთაზე ხანძარია
წალენჯიხაში სქურის მთაზე ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე ხანძარია. ფაქტის ამსახველი ფოტო ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით დასახლებული პუნქტიდან ჩანს, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

"ჩემი სოფლის მორდაპირედ - ყოფილი კურორტი სქურის მთაზე, კარიერის ზემოთ, ხანძარია. არ ვიცი, რა სახეობის ხეები ხარობს იქ, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ სწრაფად ედება და იწვის. აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში. ამას ემატება მსუბუქი ნიავიც და იმედი მაქვს, არ მოედება ძალიან

6:10-ზე დავრეკე 112-ში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი - არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ", - ნათქვამია ცირა გვასალიას Facebook პოსტში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდებს წაეკიდა. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system