თავში

ცალმხრივად შეზღუდვა 31 მარტამდე გაგრძელდება - თბილისის მერია

ცალმხრივად შეზღუდვა 31 მარტამდე გაგრძელდება - თბილისის მერია
ცალმხრივად შეზღუდვა 31 მარტამდე გაგრძელდება - თბილისის მერია

მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მათვე ცნობით, ცალმხრივად შეზღუდვა 31 მარტამდე გაგრძელდება. 

"მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე დღის განმავლობაში ორმხრივად შეზღუდული საავტომობილო გზა, ცალმხრივად გაიხსნა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობის ცალმხრივად შეზღუდვა კვლავ 31 მარტამდე გაგრძელდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system