თავში

,,წარმოუდგენელი მდგომარეობა დაგვხვდა ყინწვისში!" - PHOTO

,,წარმოუდგენელი მდგომარეობა დაგვხვდა ყინწვისში!" - PHOTO
,,წარმოუდგენელი მდგომარეობა დაგვხვდა ყინწვისში! - PHOTO

,,წარმოუდგენელი მდგომარეობა დაგვხვდა ყინწვისში", - ყინწვისის მონასტერში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ,,ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.

,,იატაკი აბანოსთვის შესაფერისი გაუგებარი ფერის მეტლახითაა მოპირკეთებული. თვალშისაცემია ცემენტის ხსნარით კედლების უხეშად შელესვის შემთხვევები. ელ. ენერგიის და ვიდეო მეთვალყურეობის შიდა კამერების გაყვანილობა სახელდახელოდაა კედლებზე მიმაგრებული. სამშენებლო ქაფითაა ამოვსებული სარკმელების, საკურთხეველში შემავალი ორი კარის ღიობები. სამუშაოთა დამკვეთის წარმოუდგენელი თვითნებობა და სახელმწიფოს გულგრილობა, ან უსუსურობაა იმ ყველაფრის შედეგი, რაც მეცამეტე საუკუნის ყინწვისის მონასტერში ხდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system