თავში

მეშახტეები ტყიბულში მთავრობის წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ

​მეშახტეები ტყიბულში მთავრობის წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ
მეშახტეები ტყიბულში მთავრობის წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება. საქ-ნახშირ "ჯი აი ჯი"- ში დასაქმებულები დაგვიანებული ხელფასის დროულ ანაზღაურებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მთავრობის, ასევე კომპანიის წარმომადგენელისგან სურთ მიიღონ ინფორმაცია თუ რა ელით მეშახტეებს მომავალში.

"ჩვენი მოთხოვნაა კომპანიამ აგვინაზღაუროს ხელფასები, ცხრა დღის ვადაგადაცილება აქვს კომპანიას. პირველი მოთხოვნა არის დაირიცხოს ხელფასი, მეორე მოთხოვნაა ჩამოვიდეს ჩვენთან კომპანიის წარმომადგენელი და დაგველაპარაკოს, ასევე ვითხოთ ჩამოვიდეს მთავრობის წარმომადგენელი, რომ გავერკვიოთ რა გველის მომავალში"- განაცხადა მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 30-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა. ისინი ამოსვლაზე უარს აცხადებენ, ვიდრე ხელფასს არ მიიღებენ.

ტყიბულში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეკონომიკის სამინისტრომ და ,,საქნახშირს" მოუწოდა მეშახტეებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაუროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system