თავში

"წავიდა ამ ქვეყნიდან ოჯახზე, შვილებზე, პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი..."

"წავიდა ამ ქვეყნიდან ოჯახზე, შვილებზე, პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი..."
წავიდა ამ ქვეყნიდან ოჯახზე, შვილებზე, პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი...

რუსთაველის თეატრი მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს:

"წავიდა ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა კაცი, თავის ოჯახზე, შვილებზე, თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, კეთილშობილი პიროვნება, მსახიობი ნიკოლოზ (ნიკა) ქაცარიძე.

ნიკა 2005 წლიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი იყო. კეთილი და უშუალო, ალალი და უბოროტო, ენერგიული, ხალისიანი და დაუზარელი - ასეთი იყო იგი და ასეთად დარჩება ჩვენს გულებში.

ნიკა ქაცარიძის პირველი სპექტაკლი რუსთაველის თეატრის სცენაზე იყო "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი" (რობერტ სტურუას დადგმა). აქ ნიკამ დაცვის ბიჭი განასახიერა და მაშინვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მას შემდეგ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. მაყურებელს არასდროს დაავიწყდება მისი შეიხი სპექტაკლში "დაკანონებული უკანონობა" (რეჟისორი - რობერტ სტურუა).

უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ნიკას და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს", - წერს რუსთაველის თეატრი.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system