თავში

"წავიდა ნაცემი, სახედალეწილი, შეურაცხყოფილი" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

"წავიდა ნაცემი, სახედალეწილი, შეურაცხყოფილი" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი
წავიდა ნაცემი, სახედალეწილი, შეურაცხყოფილი - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

ჟურნალისტი, გადაცემა "რეაქციის" ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. 

"დღეს ლექსოს ორმოცია. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა. ორმოცი დღეა, წავიდა, ნაცემი, სახედალეწილი, შეურაცხყოფილი და სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთხელ მოკლული, სახელისუფლებო პროპაგანდის წყალობით (((((((. დღეს ლექსოს ორმოცია. ამ წუთამდე კი ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არაა პასუხისგებაში მიცემული. პრემიერად ისევ მოძალადე კაცი გვყავს. მოვა დრო და 5 ივლისის გამო, ყველა დაისჯება-წამახალისებელიც, დამგევმავიც და შემსრულებელიც!!! ეს ზუსტად ვიცი. ეს მასწავლა ჩემმა ცხოვრებამ, რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად დგება! მანამდე კი ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ გავუძლებთ და ბოლომდე მივიყვანთ!", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელი.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system