თავში

"წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში" - კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულ ქალს ახლობლები ემშვიდობებიან

"წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში" - კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულ ქალს ახლობლები ემშვიდობებიან
წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში - კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულ ქალს ახლობლები ემშვიდობებიან

ორსული ქალი, რომელიც ჩვილთან ერთად დღეს კორონავირუსით საავადმყოფოში გარდაიცვალა, 34 წლის მაიკო წიკლაურია. ის გასული წლის აგვისტოში დაქორწინდა და 7 თვის ფეხმიძმე იყო. 

მაიკო წიკლაური ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლი­და, ის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი იყო. 

ფოტოგრაფი ეკა მძლეური სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ქორწილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

"როგორ ჩამწყდა გულში ყველაფერი ღმერთო, აგვისტოში მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს ღმერთო, წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში, დატოვა თავისი იმედა უიმედოდ" - წერს ფოტოგრაფი. 

ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჭაძემ Report.ge-ს განუცხადა, რომ 34 წლის ქალი საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი გადაწყდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. 

ამის შემდეგ, დამძიმდა ჩვილის მდგომარეობაც, რის გამოც საკეისრო გაკვეთა ჩატარდა. სამწუხაროდ, ვერც ჩვილის და ვერც დედის გადარჩენა მოხერხდა.

"ახალგაზრდა კოვიდდადებითი ქალი, რომელიც ჩვენთან სუნთქვის უკმარისობით მოვიდა, თავიდანვე ჟანგბადამოკიდებული იყო. ამასთან, იყო 29-30 კვირის ორსული. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან მისი მდგომარეობა კრიტიკული არ იყო, გადავიყვანეთ სამიანო განყოფილებაში და შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად დამძიმდა და დასჭირდა ხელოვნური ვენტილაცია, გადმოვიდა ჩვენთან, ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ამავდროულად ტარდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში. როდესაც ბავშვის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ იყო ძალიან კრიტიკული გადაწყდა სასწრაფო საკეისრო კვეთის გაკეთება. ბავშვი ამოვიყვანეთ მუცლიდან, მაგრამ მასაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. სამწუხაროდ რამდენიმე დღეში ბავშვი გარდაიცვალა. დედის მდგომარეობაც დამძიმდა ძალიან, დასჭირდ ორგანოჩანაცვლებითი თერაპია, თირკმელის უკმარისობა წამოვიდა და დავიწყეთ დიალიზი. სამწუხაროდ გუშინ, 6 რიცხვში, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა გოგონა გარდაიცვალა", - განაცხადა ექიმმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system