თავში

წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულთა ოდენობა გაზრდილია

წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულთა ოდენობა გაზრდილია
წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულთა ოდენობა გაზრდილია

2020 წლის I კვარტალში გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. გარდაიცვალა 134 ადამიანი.

ინფორმაციას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ამბობს, 2020 წლის პირველ კვარტალში ავარიებში დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

შეგახსენებთ, მარტის ბოლოდან ქვეყანაში ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებდა, დღემდე მოქმედებს კომენდანტის საათი. ერთი შეხედვით, სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი განმარტავს, სიღრმისეული სტატისტიკური კვლევის წარმოება არ ხდება, რომ მიზეზები დამუშავდეს და დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები. 

ამიტომ მესხიშვილს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რიცხვის ზრდის ზუსტი მიზეზის თქმა უჭირს და ამბობს, რომ ეს ხელისუფლებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს.

დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით გათავისუფლებულმა გზებმა შეუწყო ხელი სიჩქარის "უკონტროლო გამოყენებას", თუმცა, მისივე თქმით,ფაქტი სერიოზულ დამუშავებას საჭიროებს, რომ დეტალური მიზეზების დადგინდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system