თავში

წელს დაცული ტერიტორიები 100 000 კვ.მ-ით გაიზრდება

წელს დაცული ტერიტორიები 100 000 კვ.მ-ით გაიზრდება
წელს დაცული ტერიტორიები 100 000 კვ.მ-ით გაიზრდება

"2020 წელს 100 000 კვ. მ.-ით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, შარშან ქვეყანაში დაცული ტერიტორიის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და ქვეყნის საერთო ტერიტორიის 9.6%-ს გაუტოლდა, თუმცა ეს საკმარისი არაა.

"დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ერუშეთის ეროვნული პარკის შექმინის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშორმლობისა და ასევე, წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშნველოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას. გარდა ამისა, ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 კვ. მ.-ით, რაც ნიშნავს რომ ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეოებების შენარჩუნებას. აქ კონკრეტულად საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოვლების გადასარჩენად,"  - განაცხადა პრემიერმა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system