თავში

წელს საახალწლო სოფელი არ იქნება - კალაძე

წელს საახალწლო სოფელი არ იქნება - კალაძე
წელს საახალწლო სოფელი არ იქნება - კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განაცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი არ გაკეთდება. 

„ვიცით, რა რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, ვებრძვით პანდემიას. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ განხორციელდება. ეს შექმნიდა მიზიდულობის ცენტრს, მოვიდოდა ბევრი ადამიანი და დიდი საფრთხე შეიქმნებოდა. ამიტომ, საახალწლო სოფელი წელს ვერ ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

„ეს პროექტი, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ეს თანხამიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. წინასაახალხლო დღეებში მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბიზსნესსექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ლამაზად მორთული და განათებული ქალაქი მათი დამსახურება იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system