თავში

ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთი 6 სექტემბრის გამთენიისას გადაიკეტება

ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთი 6 სექტემბრის გამთენიისას
ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთი 6 სექტემბრის გამთენიისას გადაიკეტება

საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთი 6 სექტემბერს დილით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 176-ე კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპნის მშენებლობის პროცესში, საავტომობილო დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 6 სექტემბერს 05:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდულად გადაიკეტება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system