თავში

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა. ამის შესახებ report.ge-ს უწყებიდან აცნობეს.

,,გიორგი წერეთელი, 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. გიორგი წერეთელს, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, 1-ლი მარტიდან სალომე წურწუმია ინიშნება. სალომე წურწუმია ამ დრომდე, დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system