თავში

ცერცვაძე: ლოკდაუნის" გარეშე ინფიცირების შემცირება ძნელია

ცერცვაძე: ლოკდაუნის" გარეშე ინფიცირების შემცირება ძნელია
ცერცვაძე: ლოკდაუნის გარეშე ინფიცირების შემცირება ძნელია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ,,ლოკდაუნის" გარეშე კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მართვა რთულია. 

მისი თქმით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსასვლელად ორი გზა არსებობს.

„რა გზით ვიაროთ? ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი - დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოკდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, რომ მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომელიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა იყოს ძალიან დაბალი“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system