
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსული პანდემია მაშინ დამთავრდება, როცა ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი შეიქმნება.
„პანდემიის ვადები არავინ იცის. ჩემი სუბიექტური აზრია, თუ იქნება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, ეს დამთავრდება მაშინ, როცა გაჩნდება ვაქცინა, სავარაუდოდ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. თუ ვერ შექმნეს ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, მაშინ არავინ იცის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს გაგრძელდება კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე. ეს არის სუფთა ჩემი ვარაუდი, რადგან ამისი რაიმე ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“.