თავში

ცერცვაძე: ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე

ცერცვაძე: ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე
ცერცვაძე: ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე

ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე - შემოვიღოთ ხელმეორედ ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები, თუ მეორე - ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე გზა აირჩიეს. 

,,პირველ შემთხვევაში, მართვა იქნება უფრო იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება ეკონომიკა. მეორე შემთხვევაში, მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა, შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება, მხოლოდ, ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორზე.

უცხოეთის წამყვანი ქვეყნების უმეტესობამ აირჩია პირველი გზა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსახლეობის განწყობის, ეკონომიკის ხელშეწყობის და საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, რომ წავიდეთ მეორე გზით. ანუ, შეზღუდვები იყოს მინიმალური, ის რეგულაციები რაც არის - დამატებითი შეზღუდვები და ლოქდაუნი არ იყოს შემოღებული, მაგრამ ეს მეორე აუცილებლობას შეიცავს, რომ სახელმწიფომ აიღოს მართვა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის, ისე, რომ არ წავიდეთ კომპრომისზე ხარისხთან, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მინდა გითხრათ, დიდი კმაყოფილებით, რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ერთ მილიონ მოსახლეობაზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, რომ შეზღუდვების გამკაცრების გარეშე შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, ანუ სიკვდილობის მაჩვენებელი იყოს ისე დაბალი, რომ მოსახლეობისთვის კოვიდი გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1186 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18 663-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. გარდაცვლილია 143 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system