თავში

ცერცვაძე: დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ

ცერცვაძე: დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ
ცერცვაძე: დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მომუშავე ქართველ ექიმს, ირმა კვიცარიძეს სოციალური ქსელის საშუალებით კიდევ ერთხელ მიმართავს და ირმა კვიცარიძის პოსტს ეხმაურება.

თენგიზ ცერცვაძე წერს, რომ მისი ყველა პოსტი და კრიტიკული შეფასება, მხოლოდ პასუხი იყო და პირველს არასდროს გამოუხატავს კრიტიკული დამოკიდებულება კოლეგების მიმართ.

,,ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია აგრეთვე, რომ „პროფესიულ ჩარჩოებში ჩემთან დებატები“ გადაიფიქრეთ. ვფიქრობ, ისედაც კარგად იციან საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ და ვის რა დამსახურება გვაქვს.

მინდა მხოლოდ ერთი განცხადება გავაკეთო. 

ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ დამისახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე მე პირველმა გამოვაქვეყნე პოსტი ან სხვა რაიმე ფორმით გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე ჩემი კოლეგის ან ვინმე სხვის მიმართ. ასეთი პრეცედენტი ბუნებაში არ ყოფილა. ყველა ჩემი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება ყოველთვის იყო პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ პასუხი რომელიმე ჩემი კოლეგის ან არაკოლეგის მიერ ჩვენს საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმაზე. 

არა აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემი სახელი და გვარი იყო დასახელებული, თუ როგორც ამბობენ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“.

ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა ჩემი პასუხი და განმარტება ყოფილიყო ობიექტური და მაქსიმალურად არგუმენტირებული (ვფიქრობ, სწორედ ეს აღიზიანებს ჩემს ოპონენტებს) და ამასთან არასოდეს მიმიმართავს პიროვნული შეურაცხყოფისთვის და არაკორექტული, მითუმეტეს ვინმეს ღირსების შემლახავი გამოთქმებისთვის. პატივისცემით, თენგიზ ცერცვაძე", - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system