თავში

ცერცვაძე, ეს გროტესკული არსება, კიდევ ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს - გიორგი კამკამიძე

ცერცვაძე, ეს გროტესკული არსება, კიდევ ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს - გიორგი კამკამიძე
ცერცვაძე, ეს გროტესკული არსება, კიდევ ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს - გიორგი კამკამიძე

თენგიზ ცერცვაძე - ეს გროტესკული არსება - კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყოველ დღე რომ ახალგაზრდები არ იღუპებოდნენ, ამას არ დაწერდა, თუმცა ახლა სხვებსაც მოუწოდებს ხმა ამოიღონ. 

"თენგიზ ცერცვაძე - ეს გროტესკული არსება - კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს! მის ადგილას რომ ვიყო, რემდესივირს კი არ მოვითხოვდი, არამედ კალიუმის ციანატს! თვითონ ვერასოდეს მიხვდება და ერთი პანჩური სჭირდება ისტორიის ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. არ დავწერდი ამას, მართლა ყოველდღე რომ არ მიქონდეს სიკვდილს გაჭირვებით გამოზრდილი, ნალოლიავები ანგელოზების სიცოცხლეები! მორჩა! გაჩუმების და ხათრების და რავიცი კიდევ რის, დრო აღარ არის!!! უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში. სასწრაფოდ გასაპანღურებელია სახელმწიფო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობიდან! კი ბატონო, მე პირადი დაპირისპირება მაქვს მასთან, ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვებმაც ამოიღეთ ხმა!!!", - წერს გიორგი კამკამიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system