თავში

ცერცვაძე: კორონავირუსი იწვევს მთელ რიგ დაავადებებს

ცერცვაძე: კორონავირუსი იწვევს მთელ რიგ დაავადებებს
ცერცვაძე: კორონავირუსი იწვევს მთელ რიგ დაავადებებს

ძალიან ვერაგი ვირუსია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ი განსხვავდება აქამდე ცნობილი ვირუსებისგან, მაგალითად, იგივე გრიპის ვირუსისგან და ის მნიშვნელოვნად აზიანებს გულსისხლძართვთა სისტემას. 

„ის გაცილებით უფრო მრავალმხრივ დაზიანებას იწვევს ორგანიზმში და ამით არის გაცილებით უფრო ცბიერი. თავიდან რომ გვეგონა, რომ COVID-19-ი მხოლოდ ორმხრივი პნევმონიაა და მეტი არაფერი, ასევე პაციენტის დამძიმება და ლეტალური შემთხვევები გამოწვეული იყო პნევმონიით და დისტრეს სინდრომით, ასე არ არის.

ჩვენი პრაქტიკითა და მსოფლიო გამოცდილებით, რაც დაახლოებით თანხვედრაშია, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი თავისებურება და სიურპრიზი. გარდა უშუალოდ სასუნთქი გზების დაზიანებისა, ხშირ შემთხვევაში ის იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის დაზინებას, რაც გამოიხატება შემდგომ თრომბოემბოლიზმში, მიკრო და მაკროთრომბოზებში. ძალიან ხშირია თრომბოემოლიური გართულებები, მათ შორის ფილტვის არტერიის გართულება და ინსულტები.

ეს ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ სასუნთქი სისტემას, ის ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გულსისხლძარღვთა სისტემას და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს გულისას, სისხლძარღვების ანთებას და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ბავშვებში გავრცელებული სინდრომი, ბოლომდე ვერ ხვდებიან რა არის, მაგრამ ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი. გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია  საქართველოს 3 მოქალაქე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system