თავში

ცერცვაძე: "მთავარი არხის“ ტარიფით, ამას 30-40 მილიონი ლარი სჭირდება

ცერცვაძე: "მთავარი არხის“ ტარიფით, ამას 30-40 მილიონი ლარი სჭირდება
ცერცვაძე: მთავარი არხის“ ტარიფით, ამას 30-40 მილიონი ლარი სჭირდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების მცირე რიცხვი და, ამ დროს, ხელისუფლებას და ექიმებს ბრალს სდებენ, რომ ისინი ცდილობენ ხელოვნურად და დაუჯერებელი გზებით გაზარდონ კორონავორუსით გარდაცვალების შემთხვევები.

"მე გაკვირვებული ვიყავი 2 ფაქტის გამო - ერთი, რომ ეს იყო ტყუილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ანალოგი არ ჰქონია და მეორე, ჩემთვისაც გაუგებარი დარჩა, როდესაც ასეთ ტყუილზე მიდიხარ, მიზანი რა იყო. მე არ მგონია ვინმე სადმე ამას ცდილობდეს მსოფლიოში და თან ასეთი გზით, რომ ჭირისუფალი მოისყიდო და მისცე 10 000 ლარი. თუ ვინმეს გაზრდა მართლა უნდა, ამის სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ვის სჭირდება გაზრდა? საქართველო ამაყობს და სავიზიტო ბარათია ქვეყნის, რომ ევროპაში ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს. ამას გვილოცავს და აღიარებს მთელი მსოფლიო. იმდენად მცირეა ჩვენთან გარდაცლილთა რაოდენობა, რომ მართლა რომ მოინდომოს ვინმემ, ვუჩვენოთ გაზრდილი რიცხვი და მივაღწიოთ გარდაცვალების საშუალო ევროპულ დონეს, „მთავარი არხის“ ტარიფით დაახლოებით 30-40 მილიონი ლარი დასჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ ამ ტყუილის მასშტაბები“- განაცხადა ცერცვაძემ „მთავარი არხის“ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით, რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ, სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებს სთავაზობენ 10 ათასი ლარს, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ თანხმობას იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს.

აღნიშნულ რეპორტაჟს თენგიზ ცერვაძე სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system