თავში

ცერცვაძე რემდესივირთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცერცვაძე რემდესივირთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცერცვაძე რემდესივირთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მძიმედ მიმდინარე „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ – ჰიდროქსიქლოროქინს („პლაქვენილს“) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება „კოვიდ-19“-ით პაციენტების სამკურნალოდ" – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია „გილეად საიენსის“ (Gilead Science) მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system