თავში

ცერცვაძე: შეიძლება დავკარგოთ ძალიან კარგი პოზიციები

ცერცვაძე: შეიძლება დავკარგოთ ძალიან კარგი პოზიციები
ცერცვაძე: შეიძლება დავკარგოთ ძალიან კარგი პოზიციები

რამდენადაც დაიწყო შემთხვევების ზრდა, თუ ამაზე მთავრობა და ექიმები რეაგირებას არ მოახდენენ, შეიძლება, დავკარგოთ ეს ძალიან კარგი პოზიციები, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი ინფექციასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების მთავარი შემოქმედია, რომელსაც ხელი უდევს პულსზე.

"ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა. რამდენადაც დაიწყო შემთხვევების ზრდა, თუ ამაზე მთავრობა და ექიმები რეაგირებას არ მოახდენენ, შეიძლება, დავკარგოთ ეს ძალიან კარგი პოზიციები. დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომელიც პირადად მე მიმაჩნია და არ მერიდება ამის აღნიშვნა, არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებების, რომ ქვეყანა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით კოვიდინფექციას ყველაზე უკეთ უმკლავდება, ხელი უდევს პულსზე. ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც პრობლემები შექმნა ბოლო პერიოდში," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system