თავში

ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს: მიხედეთ თქვენს ქვეყანას, რომელშიც მოღვაწეობთ

ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს: მიხედეთ თქვენს ,
ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს: მიხედეთ თქვენს ქვეყანას, რომელშიც მოღვაწეობთ

შიდსის და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს მათ, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ.

ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას. ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ექიმების ნაწილს ოპონენტებად განიხილავს.

"ის, რომ ქართველი ექიმები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ არ არიან ოპონენტები. ისინი სწორედ, უმრავლეს შემთხვევაში, ოპონენტები არიან. და მეორე, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. 

მე როდესაც ვაძლევ განმარტებებს, ვერანაირ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაში ვერ ამბობენ და მე მათთვის მომყავს მაგალითი: მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, რომელშიც საქმიანობთ. ყველა ის ქვეყანა, რომელშიც ეს ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში", - ამბობს ცერცვაძე პალიტრას ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system