თავში

წესები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებლებმა უნდა დაიცვან

წესები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებლებმა უნდა დაიცვან
წესები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებლებმა უნდა დაიცვან

ზღვაზე დასვენების მსურველებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან, რომლის თანახმადაც საჭიროა სპეციალური სივრცითი მოწყობა და უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების მიღება. 

სანაპიროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 

მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, პლაჟების ზონებად დაყოფა.

პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. 

სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით.

დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); 

აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; 

წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; 

დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system