თავში

"წესიერ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ან ვინმე პასუხისმგებელი მაინც გადადგებოდა" - რევაზ ბოჭორიშვილი

"წესიერ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ან ვინმე პასუხისმგებელი მაინც გადადგებოდა" - რევაზ ბოჭორიშვილი
წესიერ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ან ვინმე პასუხისმგებელი მაინც გადადგებოდა - რევაზ ბოჭორიშვილი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ექიმი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

"მსოფლიოში COVID-19-ის ევოლუციის 23 ივნისის სტატისტიკა. აქ მოყვანილია ბოლო 7 დღის ახალი შემთხვევების საშუალო მონაცემის მიხედვით ქვეყნების მდგომარეობა, მილიონ მოსახლეზე გადათვლით.

საქართველოს ფერს ხედავთ. გამოირჩევა რეგიონში, დიდ არეალშიც კი.

ბოლო პერიოდში დელტა (ინდური) ვარიანტი აქტიურად ვრცელდება ყველგან, ყველა ქვეყანაში. 

მას უფრო სწრაფი და ადვილი გავრცელების პოტენციალი აღმოაჩნდა.

ამიტომ, საჭიროა ყველამ გააგრძელოს კი არა, უფრო მეტადაც დაიცვას ჰიგიენის წესები და ასევე გააგრძელოს პირბადეების ტარება, მათ შორის ღია სივრცეებში ხალხის თავშეყრის ადგილას (დახურულ სივრცეებში ხომ თავისთავად).

სხვა გზა საქართველოს არ აქვს, თუ არ უნდა მართლა დაემსგავსოს თუნდაც ინდოეთს. 

დროზე დაწყებული და სწორად ორგანიზებული მასიური ვაქცინაცია თუ არ შეაჩერებდა, შეანელებდა მაინც ამ პროცესს, შეამცირებდა სიკვდილიანობას... მაგრამ....არც კი მინდა გავაგრძელო.

ერთს დავამატებ. წესიერ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ან ვინმე პასუხისმგებელი მაინც გადადგებოდა, აგერ სლოვაკეთის პრემირ-მინისტრიც კი გახდა იძულებული გადამდგარიყო რუსული ვაქცინის "ჩუმად" შემოტანის გამო...

საერთოდ, პოლიტიკოსებს, ყველას, თითქოს დაავიწყდა კოვიდის არსებობა. არადა ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი დღეს...

ერთი ორი თუ რაღაცას ფაფხურობს, ისიც პოპულისტურ სტილში, საქმეს უფრო აფუჭებს...", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system