თავში

ცესკო: საარჩევნო ყუთს ძირის მთლიანობა ჰქონდა დარღვეული

ცესკო: საარჩევნო ყუთს ძირის მთლიანობა ჰქონდა დარღვეული
ცესკო: საარჩევნო ყუთს ძირის მთლიანობა ჰქონდა დარღვეული

ცესკოს ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ  საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ ისაუბრა.

,,საბურთალოს ოლქის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ყუთს ძირის მთლიანობა ჰქონდა დარღვეული, თუმცა აღნიშნული პრობლემა დროულად აღმოფხვრეს. საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირები ადასტურებენ, რომ  საარჩევნო პროცესისთვის შეფერხება არ შეუქმნია", - განაცხადა მიქელაძემ.  

ამასთანავე, მისივე თქმით, გურჯაანის ოლქში ბიულეტენებს ნაწილი ჰქონდა დაზიანებული.

,,ბიულეტინის მოხევის დროს კომისიამ ყველა წესის დაცვით უნდა შეასრულოს უფლებამოსილება და ბიულეტინის მოხევის დროს გამოიყენოს სახაზავი. რამდენიმე შემთხვევაში ასე არ იყო გაკეთებული და დაზიანდა ბიულეტენი. ამის შემდეგ საარჩევნოო უბნებზე მსგავსი ტიპის შემთხვევა აღარ ყოფილა", - განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს სპიკერმა დამკვირვებლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა, რათა ტექნიკურ ხარვეზებს არ ჰქონდეს ადგილი. 

მომავალ ბრიფინგზე ცესკო საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 12:00 საათის აქტივობის შესახებ ისაუბრებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system