თავში

ცესკო-ში არჩევნებთან დაკავშირებით 1800 საჩივარი შევიდა

ცესკო-ში არჩევნებთან დაკავშირებით 1800 საჩივარი შევიდა
ცესკო-ში არჩევნებთან დაკავშირებით 1800 საჩივარი შევიდა

საარჩევნო კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში, დაახლოებით, 1800 საჩივარი შევიდა. ამის შესახებ კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბიულეტენების 3,27% ბათილად იყო ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4,15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ნაკლებია

"სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადაითვალეს 19 უბნის შედეგი, საიდანაც უმეტეს შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია, რომ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 46-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, რაც წინასწარი მონაცემებით ამავე მაჟორიტარულ ოლქში იწვევს მეორე ტურს“, - აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system