თავში

ცესკო-ში კენჭისყრის შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

ცესკო-ში კენჭისყრის შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა
ცესკო-ში კენჭისყრის შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი დასრულდა. 20:00 საათის მონაცემებით აქტივობამ 26,29% შეადგინა. 

"კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა. დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურის ჩატარებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში", - განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system