თავში

ცესკო-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცესკო-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ცესკო-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილნი არიან "ევროპული საქართველოს" და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას და განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. 

პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგნელებმა აქცია-პერფორმანსიც გამართეს. მათ ცესკო-ს მიმდებარედ აღმართულ რკინის ღობეზე მუშტები ურტყეს იმის ნიშნად, რომ კომისიის მაღალჩინოსნებისთვის ხმის მიწვდენა სურდათ. 

თამარ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის პორტრეტებით გაფორმებული გრინჩის ფიტული კი, რომელიც ბარიკადზე რამდენიმე საათის განმავლობაში ეკიდა, საბოლოოდ ნაგვის ურნაში გადააგდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system