თავში

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს
ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება. 

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა,  ცესკო-ში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი. 

„შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით ცხრა ათასამდე პირია რეგისტირებული ბაზაში, რომლებიც საარჩევნო ასაკის მქონენი არიან და კენჭისყრის დღეს თვითიზოლაციაში იქნებიან. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს მომართა 1 500-ზე მეტმა ამომრჩევლმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება. სპეციალური უბნებისა და მისამართების მოხედვით, გადანაწილდებიან თვითიზოლაციაზში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასტანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა იწურება დღეს საღამოს 22:00 საათზე , შესაბამისად კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 , შიდა ნომერი 0 და დროულად მოითხოვონ გადასატანი სარჩევნო ყუთით მომსახურება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system