თავში

"ცეცხლი რომ მოკიდებოდა, უნდა შესულიყო და ბავშვები გამოეყვანა" - მეუფე ნიკოლოზი

"ცეცხლი რომ მოკიდებოდა, უნდა შესულიყო და ბავშვები გამოეყვანა" - მეუფე ნიკოლოზი
ცეცხლი რომ მოკიდებოდა, უნდა შესულიყო და ბავშვები გამოეყვანა - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან კითხვები აქვს. 

"მინდა ვკითხო, თუ მას ეჭვი ჰქონდა, რომ იქ კრიმინალზე იყო საუბარი, რა დროს კოვიდია, ცეცხლი რომ მოკიდებოდა, უნდა შესულიყო და ეს ბავშვები უნდა გამოეყვანა იქიდან. თუ ასე იყო საქმე. როგორ შეიძლება ჩუმად იყოს 2018 წლიდან მოყოლებული. თუ ის რაღაც განცხადებებს აკეთებდა, ჩემამდე პირადად ეს განცხადებები საერთოდ არ მოსულა, არც იყო ვალდებული რომ ჩემთვის ეთქვა, მაგრამ მეც არ ვარ ვალდებული, რომ სახალხო დამცველის ყველა ანგარიში ვიკითხო. ჩემთან იყო სტუმრად და არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ამის შესახებ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "tv პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system