თავში

"ცეცხლს ნუ ვეთამაშებით" - ამირან გამყრელიძე

"ცეცხლს ნუ ვეთამაშებით" - ამირან გამყრელიძე
ცეცხლს ნუ ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე

შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას მოქმედი რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევაგამოვლინდა. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 352 649 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 16 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 5012 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 ადამიანი. სულ ვირუსისგან განიკურნა 337 820 ინფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system