თავში

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი აღარ მოეწყობა

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი აღარ მოეწყობა
დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი აღარ მოეწყობა

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი აღარ მოეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით ტენდერი ჩაიშალა. მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით პირველ ადგილზე მყოფი კომპანია "გრინსერვისს" ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა, რაც ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ "ინშაათ საქართველომ" გაასაჩივრა.

„დიღმის ჭალების საქალაქო პარკთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებული იყო და გასაჩივრდა. ეს იყო ტექნიკური შენიშვნა, რომელიც სხვა პრეტენდენტი კომპანიის მიერ იყო გამოვლენილი და გასაჩივრებული ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც დააკმაყოფილა სააგენტომ. მოგეხსენებათ, დიღმის ჭალები შენდება 8 ჰა ტერიტორიაზე, მტკვრის უჯებირო მონაკვეთზე. იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რომ პარკი მდგრადი იყოს. ჩვენს კანონმდებლობაში არის კონკურენტული გარემო და ტენდერის ჩაშლა არის ბუნებრივი პროცესი. რადგან ახლა საბიუჯეტო წლის დასასრულია, წლის ბოლოს მიზანშეუწონელია ტენდერის გამოცხადება, თუმცა, ვფიქრობთ, მომავალ წელს ტენდერი თავიდან გამოცხადდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც ბითაძე აცხადებს, დიღმის ჭალების ტერიტორია ორ სექციად იყოფა, მტკვრის ნაპირზე და მტკვრის შუაში არსებულ ტერიტორიად.

„მტკვრის შუაში არსებული კუნძული უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, თავისი ფლორისა და ფაუნის კუთხით. ამ ტერიტორიაზე მერიას აქვს განსაკუთრებული პოზიცია, რომ არათუ განაშენიანება, პირიქით, დაცულ ტერიტორიაზე უფრო მაღალი სტატუსის მინიჭება გვსურს ამ კუნძულისთვის. რაც შეეხება პარკს, მოწყობილი იქნება საპარკო ინფრასტრუქტურა, თავისი შადრევნებით, ბილიკებით, ველობილიკებით, მედიათეკით და ეს ერთ-ერთი უნიკალური ტერიტორია იქნება. ამ კუნძულისთვის და მისი ბიომრავალფეროვნებისთვის ხელის ხლებას საერთოდ არ ვაპირებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიამ დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. ტენდერის საწყისი თანხა დაახლოებით, 14 მილიონი ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system