თავში

ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს

​ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს
ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

"აფხაზურ ენას საქართველოს კონსტიტუცია იცავს და ეს ამ ენის მნიშვნელობაზე მეტყველებს მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. მას დღეს განსაკუთრებულად სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და განვითარება, იმ ვითარების გამო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, 2017 წელს აფხაზურ ენასთან დაკავშირებით მიღებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

"მიხარია, რომ ამ უნიკალური ენის შესწავლით სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს იმაზე მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე აშორებს. მშობლოური ენა მნიშვნელოვანია იდენტობისთვის და მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევა ერთიანი უნდა იყოს. ამ სულისკვეთებით უნდა შევძლოთ წარსულის მძიმე და ტკივილიანი გამოცდილების, დღეს უკვე მავთულხლართებით დაშორიშორების დაძლევა, თანამშრომლობისა და შერიგების გზით, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“ - წერს ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში. 

საქართველოში აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება. აფხაზური ენის დამწერლობა სათავეს 1928 წლიდან იღებს. თავდაპირველად ამისთვის ლათინური, ხოლო შემდეგ ქართული ანბანი გამოიყენებოდა. 1954 წლიდან კი აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system