თავში

ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება

ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება
ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ძალისხმევა იქეთ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს უკანონო პატიმარი ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობას.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system