თავში

"წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით" - რას წერს გიგა მაქარაშვილი

"წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით" - რას წერს გიგა მაქარაშვილი
წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით - რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს: 

"შარშან თებერვალში, სტუდენტმა გოგონამ გვთხოვა დახმარება. ერთი სემესტრის თანხა შემაგროვებინეთო, ერთადერთი შანსი მჭირდებაო.

ისეთი გულწრფელი ჩანდა, ისე ითხოვდა, ვერ გავატარეთ და დავბზრიალდით.

საკვების ფულიდან ვერ გადავიხდიდით, არ იყო მცირე თანხა, ამიტომ რამდენიმე მეგობარმა სულ 2 დღეში მისი სწავლის ბოლო სემესტრი დააფინანსა.

გაიხარა გოგონამაც და ჩვენც.

შემდეგ ჩვენი სტუდენტი გაქრა. საერთოდ აღარ ჩანდა! სოციალური ქსელიც რომ გააუქმა იქ უკვე ძალიან შემეშინდა. უნივერსიტეტშიც მოვიკითხე და მითხრეს დაამთავრა და მეტი არაფერი ვიცითო…

პერიოდულად მახსენდებოდა, როცა იგივე თხოვნით მოდიოდნენ სხვები.

ჰოდა დღეს მივიღე გზავნილი, ჰოლანდიიდან...

"ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო!

პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს! ვალს არ გიბრუნებ, ვიცი სესხად არ მოგიცია… სტუდენტებს დაეხმარეთ, შანსი აჩუქეთ ყველას!"

ნინო სოფრომაძე - ჰო, ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ.

წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით.

ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system