თავში

"წინასაარჩევნოდ აუზში ალაგებენ გეგმებს" - ზურაბ თოდუა "ოცნებაზე"

"წინასაარჩევნოდ აუზში ალაგებენ გეგმებს" - ზურაბ თოდუა "ოცნებაზე"
წინასაარჩევნოდ აუზში ალაგებენ გეგმებს - ზურაბ თოდუა ოცნებაზე

ზურაბ თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ადვოკატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, "ქართული ოცნების" გასვლითი შეხვედრის გამო, იძულებული გახდა, მის მიერ წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში ჯავშანი გაეუქმებინა და სხვა სასტუმროში გადასულიყო.

"სრულიად ლეგიტიმური საფუძვლით 3 დღით გამოვექეცი ქალაქის საგიჟეთს. წინანდალში, წინასწარ დავჯავშნე სასტუმრო, საუზმით და აუზით.

დღეს, მაინცა და მაინც ჩემ ლეგიტიმურ დღეს, სადილის შემდეგ დაცვამ (სუს-ი სჭარბობდა) არ მომცა შესაძლებლობა მესარგებლა უკვე გადახდილი სერვისით, აუზით. თურმე პარლამენტარებს მოუნდათ ჩემს მიერ შეძენილი სერვისის, ამ უფლების დარღვევის ხარჯზე ნებივრობა აუზში (წინასაარჩევნოდ აუზში ალაგებენ გეგმებს).

მე კი, იძულებული გავხდი სხვა, ამათგან შორის მდებარე სასტუმროში გადავსულიყავი.

ჰეი, თქვე 26%-იანებო, უკვე ხალხის გეშინიათ? - "რედისონთან" ერთად ძვირად დაგიჯენთ ჩემი ლეგიტიმური დღის გაწერილი გეგმების ჩაშლას", - წერს ზურაბ თოდუა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system