თავში

წითელ ხიდსა და აეროპორტში კონტრაბანდის ფაქტები გამოვლინდა

წითელ ხიდსა და აეროპორტში კონტრაბანდის ფაქტები გამოვლინდა
წითელ ხიდსა და აეროპორტში კონტრაბანდის ფაქტები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონლის, კერძოდ: 148,05 გრამი ოქროს ნაკეთობების, 28520 აშშ დოლარის, 4600 ღერი სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტზე, 5000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ვინაიდან სხვა ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17 460,63 ლარი შეადგინა, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უზბეკეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას, 16 168,98 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში, 140,99 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

აღნიშნული საქმის მასალებიც, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system