თავში

წითელათი დაავადებულთა რიცხვმა იმატა

წითელათი დაავადებულთა რიცხვმა იმატა

წითელას ინფექციით დაავადებულთა რიცხვმა იმატა. ამის შესახებ report.ge-ს, დაავადებათა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე წითელას შემთხვევებმა იკლო, თუმცა ბოლო კვირაა დაინფიცირებული პაციენტების რიცხვი მკვლეთრად გაიზრდა. დაავადებულთა 80%-ს ბავშვები შეადგენენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია სკოლებსა და ბაღებში.

წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ინფექციაა. დაინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

წითელას ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებზე და მთელ სხეულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system