თავში

წითელი ჯვარი: დღეს განსაკუთრებული დღეა დაღუპულთა ოჯახებისთვის და ჩვენთვის

წითელი ჯვარი: დღეს განსაკუთრებული დღეა დაღუპულთა
წითელი ჯვარი: დღეს განსაკუთრებული დღეა დაღუპულთა ოჯახებისთვის და ჩვენთვის

სამების საკათედრო ტაძარში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამის კოორდინატორის ჟერომ ტუეს თქმით, უკვე 10 წელია ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დღევანდელი დღე, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირებისათვის გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგია.

მისივე თქმით, ბოლო სამი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 2300-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

"დღეს განსაკუთრებული დღეა ოჯახებისთვის. ათეულობით წლის გაურკვევლობის შემდეგ 13 ოჯახს გადაეცა ახლობლების ნეშტები, რომლებიც ითვლებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 92-93 წლების კონფლიქტის შედეგად. დღეს განსაკუთრებული დღეა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვისაც, რადგან ვხედავთ იმ დიდი ძალისხმევის შედეგს, რომელსაც ვხარჯავთ გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირებისთვის. ამ საქმიანობას უკვე 10 წელია ვახორციელებთ, მაგრამ წელს, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, განსაკუთრებულ პირობებში მოგვიწია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უძღვება ამ პროცესს, ამ შედეგს ვერ მივაღწევდით საკოორდინაციო მექანიზმის აფხაზი და ქართველი მონაწილეების ძალისხმევის გარეშე. ბოლო სამი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 2300-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ოჯახებისთვის პასუხების გასაცემად სამუშაოები გრძელდება, ჩვენ კი მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, დაუკავშირდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს," - განაცხადა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამის კოორდინატორმა ჟერომ ტუემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system