თავში

ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ინტუბირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ინტუბირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ინტუბირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში 60 კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას, საიდანაც 21 რეანიმაციული პაციენტია. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ბავშვი. აქედან მძიმეა 8 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელის დაინტუბირებაც გახდა საჭირო.

"ამჟამად კლინიკაში 100-მდე პაციენტია, აქედან 60 არის ბავშვი. რეანიმაციაში კვლავ 21 პაციენტია, გვაქვს ადგილები, კლინიკაშიც არის ადგილები იმიტომ, რომ მომართვიანობა გაცილებით შემცირებულია.

რეანიმაციაში 3 ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ამათგან ერთ-ერთი 15 წლის ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ ამჟამად დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე გადავიდა 8 წლის სხვა პაციენტი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია სხვა კლინიკიდან.

2 მშობელი გვყავს ინფიცირებული, თუმცა ვაქცინირებული არიან ორჯერადად და მათი მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდინფექციის მხრივ, სხვა ყველა ინფიცირებული მშობელი არის არავაქცინირებული," - აცხადებს მაია ჩხაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system