თავში

"ცხინვალიდან არავინ დამკავშირებია" - ოკუპანტების მიერ დაკავებულის ცოლი დახმარებას ითხოვს

"ცხინვალიდან არავინ დამკავშირებია" - მიერ ცოლი დახმარებას ითხოვს
ცხინვალიდან არავინ დამკავშირებია - ოკუპანტების მიერ დაკავებულის ცოლი დახმარებას ითხოვს

"ცხინვალიდან არავის დაურეკავს, მე ჩვენმა პოლიციამ მითხრა, შენი ქმარი წაიყვანესო", - საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მეუღლე ჟურნალისტებთან საუბრობს. 

მირიან თაზიაშვილის ცოლის, ცისანა თაზიაშვილის თქმით, ამ დრომდე არ იცის, რა იქნება მამაკაცის გათავისუფლებისათვის გადასადგემელი შემდეგი ნაბიჯი. 

"არ ვიცი რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა იქით. სოციალურად დაუცველები ვართ და ისიც კი არ ვიცი, ჯარიმას როგორ გადავიხდი. ვაშლის კრეფაზე დავდივარ და თავს მაგით ვირჩენთ. ჩემი ქმარი ზოგჯერ ტაქსაობდა და პურის ფულს ასე ვშოულობდით”,- აცხადებს ცისანა თაზიაშვილი.

დაკავებულის ცოლს "ნიუპოსტსი" ესაუბრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system