
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს, ზალინა ლალიევს უცნობმა პირებმა სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ღამით, დაახლოებით ღამის 23:00 საათზე, ტაბოლოვას ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელებმა ზალინა ლალიევის სახლს ქვები დაუშინეს.
თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.