თავში

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკანონო პატიმრობაში იმყოფება, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ. სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის  ე.წ. სამართალდამცველებმა ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system