თავში

ცხინვალის იზოლატორში პატიმრების სავარაუდო წამებაზე სუსი განცხადებას ავრცელებს

ცხინვალის იზოლატორში პატიმრების სავარაუდო წამებაზე სუსი განცხადებას ავრცელებს
ცხინვალის იზოლატორში პატიმრების სავარაუდო წამებაზე სუსი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სამართალდამცველების მიერ პატიმრების ცემას ასახავს, განცხადებას ავრცელებს. 

სუსი გავრცელებულ ინფორმაციას ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდებს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იქნა "ცხელი ხაზი". 22 ოქტომბერს მოხდა უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება. გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება,“- აცხადებენ სუსში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ე.წ. სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემაა ასახული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system