თავში

ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი გარდაიცვალა

ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი გარდაიცვალა
ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი გარდაიცვალა

ცხინვალის თეატრის დირექტორი, ზაზა (ზაალ) თედიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცხინვალის თეატრის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსიდან გავრცელდა ინფორმაცია. 

"ის იყო ჩვენი თეატრის მოჭირნახულე, პატრონი, მზრუნველი და ბოლო ამოსუნთქვამდე მაჩაბლის თეატრზე, მის თითოეულ თანამშრომელზე მზრუნველი, გულშემატკივარი და მისი ჭირ-ვარამის გამზიარებელი.

უმძიმესია ბატონ ზაზაზე წარსულში საუბარი, წარმოუდგენელია მის გარეშე ცხინვალის მაჩაბლის ქართული თეატრი. თეატრი, რომელსაც ის 30 წელი ერთგულად ემსახურა! დიახ, ემსახურა პატიოსნებით, სიყვარულით, ერთგულებით, პატივისცემით, აღმაფრენითა და აღფრთოვანებით.ბატონმა ზაზამ კარგად იცოდა რას წარმოადგენდა ცხინვალის თეატრი ჩვენი ქვეყნისთვის, მტრისთვის და მოყვრისთვისაც. 30 წლის დაუღალავი შრომით, რუდუნებით ზრუნავდა თავის მაჩაბლის თეატრზე.პატრიოტმა ადამიანმა, მრავალ ქარ-ცეცხლში გამოვლილმა, ცხინვალის თეატრთან ერთად, კარგად იცოდა, რომ ბრძოლის ხაზი მაჩაბლის თეატრზე გადიოდა.

ბევრის თქმა გვინდა, მაგრამ ამ დროს სიტყვები უძლურია, განადგურებულები ვართ, საშინელ სიცარიელეს ვგრძნობთ, თითქოს დავობლდით და არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი ქართული თეატრი, რომელმაც დაკარგა ღირსეული, პროფესიონალი, თავდადებული, კეთილსინდისიერი, სიყვარულით დაჯილდოებული პიროვნება.ბატონმა ზაზამ ვერ აისრულა თავისი ყველაზე დიდი ოცნება: მაჩაბლის თეატრს საკუთარ შენობაში გაემართა წარმოდგენა.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი 30 წლიანი ოცნება, სულ მალე დაგვირგვინდება ახალი თეატრის მშენებლობით და მომავალში მის მშობლიურ ქალაქ ცხინვალში დავბრუნდებით, რითაც მის სულს შვება მიეცემა", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system