თავში

ცხინვალში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი გაასამართლეს

ცხინვალში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი გაასამართლეს
ცხინვალში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი გაასამართლეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლომ ცოლ-ქმარ ლიპინებს, რომლებიც გასული წლის ივლისში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, განაჩენი გამოუტანა.

„სპუტნიკი“ წერს, რომ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე ნანული (ჭულუხაძე) ლიპინა სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს.

"დანაშაულისთვის" ქმარს 16 წლით, ცოლს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, მათ ასევე უნდა გადაიხადონ ჯარიმა 500 და 300 ათასი რუსული რუბლის ოდენობით.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარა და განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებენ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულების ქალიშვილი, რომელიც ასევე „სახელმწიფოს ღალატშია“ ეჭვმიტანილი, ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "დამნაშავემ" საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა მონაცემები, რომლებიც 2008 წელს ქართულმა  არმიამ გამოიყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system