თავში

ცხინვალში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

ცხინვალში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას
ცხინვალში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

ასობით მომიტინგე, ოკუპირებულ ცხინვალში აქციაზე სკანდირებენ "გადადექი", "გასამართლდეს ჯაგაევი", -  ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს

შენობა ძალოვნების კორდონითაა გარშემორტყმული. აქციის ცალკეული მონაწილეები, ცდილობენ ძალოვანებთან დიალოგში შევიდნენ. ე.წ. დეპუტატები დავით სანაკოევი და ზაზა დრიაევი დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და არწმუნებენ შენობისკენ არ დაიძრნენ. 

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო ტალღა ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა.

როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხალხს უთხრა, რომ ე.წ. შს მინისტრი, ნანიევი, გადააყენეს და, მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system