თავში

ეზუგბაია: დღეს კლინიკას გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი დატოვებს - VIDEO

ეზუგბაია: დღეს კლინიკას გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი დატოვებს - VIDEO
ეზუგბაია: დღეს კლინიკას გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი დატოვებს - VIDEO

დღეს კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტიც დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ინფექციურში საავადმყოფოში კორონავირუსით, ამ დროისათვის, 32 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელებულია და 8 კლინიკიდან გაწერილია.

კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system