თავში

ტიკარაძე: იქნება შემთხვევები, როცა გამოჯანმრთელებულების რიცხვი ინფიცირებულებზე მეტი იქნება

ტიკარაძე: იქნება შემთხვევები, როცა გამოჯანმრთელებულების რიცხვი ინფიცირებულებზე მეტი იქნება
ტიკარაძე: იქნება შემთხვევები, როცა გამოჯანმრთელებულების რიცხვი ინფიცირებულებზე მეტი იქნება

დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება უფრო მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დაავადების პიკი გადავლილია.

,,ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღეს არის ათამდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ახასიათებს, ეს არ ნიშნავს, რომ პიკი არის გადავლილი. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა გატარებული ღონისძიება მთავრობის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი, სწორედ ეს გახლავთ ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და სამი თვის განმავლობაში ვმართავთ გრიპის ტალღებს ისე, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. გარდაიცვალა - 5. კარანტინის რეჟიმში - 5223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 573 ადამიანი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system