თავში

ცქიტიშვილი თუშეთის ტრაგედიაზე: "ყველა მსგავს შემთხვევას ძალიან განვიცდით“

ცქიტიშვილი თუშეთის ტრაგედიაზე: "ყველა მსგავს შემთხვევას განვიცდით“
ცქიტიშვილი თუშეთის ტრაგედიაზე: ყველა მსგავს შემთხვევას ძალიან განვიცდით“

„უნდა გვესმოდეს, რომ თუშეთის გზა მიეკუთვნება ექსტრემალური გზების კატეგორიას და მისი რეაბილიტაციის სემთხვევაშიც, ბუნებრივია, ვერ გვექნება იმ სტანდარტის, როგორი გზებიც გვაქვს საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში“, - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი განცხადებით, ასეთი ტიპის გზებზე მთელ მსოფლიოში ხდება ინციდენტები.

„ყველა მსგავს შემთხვევას ძალიან განვიცდით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გზის ხარისხის გაუმჯობესებისათვის გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს. მან „ყველას“ მოუწოდა, რომ გზების უსაფრთხოების მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთოს.

ტრაგიკული შემთხვევა თუშეთის გზაზე გუშინ მოხდა, როდესაც ველოსიპედისტთა ჯგუფის წევრები ხევში გადაცვივდნენ. მათ შორის ერთი ადგილზე დაიღუპა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system